The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი იოსელიანი

უშანგი იოსელიანი
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1957 წელს.
სასაწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პორტოფლოტში, ერთ-ერთ ბუქსირზე; 1959 წელს სამუშაოდ თბილისში გადაჰყავთ, საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს სამდინარო ტრანსპორტის ხელმძღვანელად; დედაქალაქის დაარსებიდან 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით მას ბათუმიდან გემთმშენებელი ქარხნის მიერ ამ თარიღთან დაკავშირებით სპეციალურად აგებული გემი "თბილისი 1500" ჩამოჰყავს, რომელსაც თბილისის ზღვაში უშვებენ, მომდევნო წლებში კი მისივე ხელმძღვანელობით გრძელდება წყლის ტრამვაებისა და წყალქვეშა ფრთიანი ხომალდის "კომეტის" ჩამოყვანაც; 1965 წელს საქმიანობას ქ. ფოთში ახლად დაარსებულ საქართველოს საოკეანო თევზჭერის მთავარ სამმართველოში განაგრძობს; თავდაპირველად ტრაულერ "ფოთი"-ს შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მესამე თანაშემწედ, შემდეგ კი ტრაულერ "კახეთი"-ს კაპიტნის უფროს თანაშემწედ; 1970 წელს იგი ატლანტიკის ტიპის ტრაულერ "ოქტიაბრსკი"-ს კაპიტან-დირექტორად ინიშნება და შორეულ ნაოსნობაში ცურვა და თევზსარეწი საქმიანობა მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში - სამხრეთ აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან, არგენტინასა და პატაგონიაში უწევს... იგი ერთხანს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ლას-პალმასის სარემონტო ბაზის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პოლიციის პოლკოვნიკი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.comსვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.184


გააზიარე: