Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გურამ დვალიშვილი
Date of birth: | 27 March, 1955 |
Date of death: | 2009 (at 53 years) |
Category: | Sailor |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1976 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 1994 წელს.
1972 წელს, ფოთის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე მან რიგით მატროსად დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს «Tropic»-ის ტიპის ტრაულერებზე - «Поти» და «Мцхета» ; ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელის დამთავრების შემდგომ ცურვა და ზღვაში საქმიანობა ამჯერად უკვე საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს შორეული ნაოსნობის გემებზე განაგრძო; მომდევნო წლებში იყო მატროსი («Цкалтубо»), მეოთხე რანგის («Поти»), მესამე რანგის («Поти»), მეორე რანგის («Руслан») და კაპიტნის უფროსი თანაშემწე («Тбилиси»), 1993 წელს კი იგი «Пулковский Меридиан»-ის ტიპის საოკეანო ტრაულერ «Колпашево»-ს კაპიტნის უფროს თანაშემწედ დაინიშნა; 1994 წელს კი საოკეანო ტრაულერ «Atlantic Queen»-ის (ყოფილი «Колпашево») კაპიტან-დირექტორად ინიშნება; «Малтаква», «Октябрьское», «Сенаки». ეს ის თევზსაჭერი გემებია, რომლებზეც სხვადასხვა დროს მოუწია საქმიანობა გამოცდილ თევზმჭერსა და ზღვაოსანს; 2008 წელს იგი მცირე ხნით ნაპირს დაუბრუნდა და ფოთის სანავსადგურო კონტროლის სამსახურში დასაქმდა, თუმცა ნაპირზე დიდხანს ვერ გაჩერდა და კვლავ ზღვაში წავიდა, გემ - «Zein Alabdin Tagyev»-ის კაპიტნად. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|