Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი კობალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის საგემთწამყვანო ფაკულტეტი 1952 წელს. საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში პროფესიული საქმიანობა სსრკ ჩრდილოეთის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოში დაიწყო, სადაც სხვადასხვა გემებზე ცურვისას 1968 წლამდე დაჰყო, იქვე გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის თანაშემწე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი და 16 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონემ, ლეგენდარული კაპიტნისა და მისი მეგობრის-ანატოლი კაჭარავას მოწვევით კაპიტნად ცურვა ბათუმში ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1968 წლიდან მოყოლებული კაპიტანი კობალაძე სხვადასხვა დროს მეთაურობდა სანაოსნოს ტანკერების - «КРЕМЕНЧУГ»-ის, «АЛЕКСЕЕВКА-ს», «КЛАЙПЕДА»-ს, «ДАВИД ГУРАМИШВИЛИ»-სა და «ЗУГДИДИ»-ის ეკიპაჟებს; 24 წლის მანძილზე იგი სანაოსნოს ერთ-ერთი გამორჩეული ტანკერის, 30.000 ტონა დედვეითის მქონე - «ПЯТИДЕСЯТИЛЕТИЕ СОВЕТСКОЙ ГРУЗИИ» -ს კაპიტანი იყო; აფხაზეთში საომარი მოქმედებების მსვლელობისას, სანაოსნოს ტანკერ - «КАРЕЛИ»-ის ეკიპაჟმა გივი კობალაძის მეთაურობით საკუთარი რისკის ფასად აფხაზეთიდან, სოხუმიდან სამშვიდობოს გადმოიყვანა 2000-მდე დევნილი; დიდი გამოცდილების მქონე ზღვაოსანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში საჯარო სამსახურში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში საქმიანობდა კაპიტან-კოორდინატორად. მისი ზღვაში მრავალწლიანი და უავარიო პროფესიული საქმიანობა არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა სახელმწიფო და სამთავრობო ჯილდოებით, მედლებითა და ორდენებით. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |