Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელინა ქრისტესიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაცია 1992 წელს. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: სამრეწველო და სამოქალაქო შენობების სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგი და ტექნიკური ექსპერტიზა არამრღვევი კონტროლის მეთოდებით, უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი; პროფესიული მოღვაწეობა: 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 2005-2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოწვეული პედაგოგი; 2012-2013 წწ. - ეროვნული თავდაცვის აკადემია, ასოცირებული პროფესორი; 2002-2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის N346 სამეცნიერო ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა: 2015 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებლობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი; 2014 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტთან არსებული "AUTODESK"-ის საგანმანათლებლო-საპროექტო კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე საგანმანათლებლო დაგში; 2016 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის "უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი", საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიზის შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2018-2020 წწ. - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის "ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში" უფროსი. არის 124 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 1 დამხმარე სახელმძღვანელოს, 3 მეთოდური მითითებისა და 3 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2005). Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |