The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელინა ქრისტესიაშვილი

ელინა ქრისტესიაშვილი
Legal name:ელინა ქრისტესიაშვილი
Date of birth:20 September, 1969  (54 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1992 წელს.

სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგი და ტექნიკური ექსპერტიზა არამრღვევი კონტროლის მეთოდებით. უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი; პროფესიული მოღვაწეობა2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 2005-2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოწვეული პედაგოგი; 2012-2013 წწ. - ეროვნული თავდაცვის აკადემია, ასოცირებული პროფესორი; 2002-2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის N346 სამეცნიერო ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა2015 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებლობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი; 2014 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტთან არსებული "AUTODESK"-ის საგანმანათლებლო-საპროექტო კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე საგანმანათლებლო დაგში; 2016 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის "უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი", საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიზის შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2018-2020 წწ. - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო  ცენტრის "ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში" უფროსი. არის 69 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის, 3 დამხმარე სახელმძღვანელოს, 1 მეთოდიკური მითითებებისა და 3 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2005).

Member of Organizations

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, არქიტექტურისა და მშენებლობის პროფესიული დარგობრივი საბჭო, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (2019-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია , წევრ-კორესპონდენტი (2007-2019)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო, წევრი (2020-)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
    Address:ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #68
    Phone:2 33 25 02
    E-mail:
    WebSite:http://www.gtu.ge

Share: