შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1957 წელს. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. გაიარა გზა ლაბორანტიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე; 1981-2006წწ. იყო რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორიას. გამოქვეყნებული აქვს 130 ნაშრომი, მათ შორის, 1 მონოგრაფია, 1 ამოცანათა კრებული; მიღებული აქვს 20-მდე საავტორო მოწმობა და პატენტი. მისი შრომები მიძღვნილია როგორც ელექტროკრისტალიზაციის პროცესის ფუნდამენტური საკითხების, ისე ელექტროქიმიური და არაორგანული ტექნილოგიების კვლევებისადმი; იგი აქტიურად მონაწილეობდა ელექტროქიმიური დარგის საერთაშორისო ფორუმებში. მის მიერ შესრულებული შრომები მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს თეორიული ელექტროქიმიის დარგში, რამაც ასახვა ჰპოვა უცხოელ ავტორთა მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გარკვეულ დროს უთმობდა პედაგოგიურ მუშაობასაც მრავალ სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს საინჟინრო აკადემიაში, იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მეტალურგიისა და ქიმიური ტექნილოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში მან განახორციელა მრავალი ტექნოლოგიური ხასიათის პროექტები ქრომის, სპილენძის და ოქროს ჰიდრომეტალურგიაში, მათ შორის, "მადნეულის" კარიერული წყლების გაწმენდისა და უტილიზაციის მიმართულებით. მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის დარგში, პროფესორი (1995). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.98; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |