The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ლომჯარია

ნიკო ლომჯარია
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ლომჯარია
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს.

ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, 1930 წლიდან, ასწავლიდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოსამზადებელ ჯგუფებში; გაწევრიანდა სპორტულ საზოგადოება "შევარდენში" და მონაწილეობდა გიორგი ნიკოლაძის მიერ მოწყობილ ალპინიადებში; 1931 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე; 1934 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1937 წელს დაბრუნდა თბილისში და ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1941 გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი ჯერ გააგზავნეს ქ. ბაქოს სამხედრო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ფრონტზე - საარტილერიო ბრიგადაში; 1944 წელს გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან და იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო საქართველოში პირველი ტოპოლოგი. 1945-1951წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ მათემატიკის კათედრას; იმავე წლებში შეთავსებით გორის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე იყო; აქტიურად თანამშრომლობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტთან, სადაც სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარედ იწვევდნენ; 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორის, კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე. დიდი შრომა გასწია ქართულ ენაზე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში; სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ფრანგულ გერმანულ ენებს; აქვს უნიკალური შრომები ქართული თვლის სისტემის კვლევაში; უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შედარებითი ანალიზი გაეკეთებინა ქართულ და სხვა ენებში არსებულ სისტემებზე; იგი ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელია; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მათემატიკური ტერმინების დანერგვის საქმეში. პროფესორი (1963).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სრულიად სავსე სივრცე", დაიცვა 1944 წელს.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული /შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.99-101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: