შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო მაზმიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1957 წელს; 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "შავი ლითონების მეტალურგიის" კათედრაზე ასისტენტად. მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა მთლიანად პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უკავშირდება; 1961-1969წწ. - კაზმის მომზადებისა და გადამუშვების პრობლემური ლაბორატორიის მთავარი ინჟინერი; 1969-1972წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და "შავი ლითონების მეტალურგიის" კათედრის დოცენტი; 1972-1974წწ. - აღნიშნული ლაბორატორიის სექტორი გამგე; 1977 წლიდან გარდაცვალებამდე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი და კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები სამხრეთ საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოს ირგვლივ. მეტალურგი, ტქნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |