| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია მამალაძე![]()
Biography1929 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ემსახურებოდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების საქმეს. მუშაობა დაიწყო ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესის) მორიგე ელექტროტექნიკოსის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს მუშაობდა სარელეო დაცვის ინჟინრად, საქსელო რაიონის უფროსად; 1941-1961წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1961 წლიდან - "საქენერგოს" მთავარი ინჟინერი; 1962 წლიდან "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინერი, უფროსის პირველი მოადგილე; 1979-1981წწ. - საპროექტო ორგანიზაცია "საქენერგოპროექტის" დირექტორი; 1981-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების საქსელო საწარმოს დირექტორი; სიცოცხლის უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალურ ელექტროქსელში ინჟინრად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.104; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.140 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

