The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ მამრაძე

გრიგოლ მამრაძე
Date of birth:1917
Date of death:1994  (at 77 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1939 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1944 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში; საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1949 წელს დაინიშნა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1971 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროდინამიკის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური სამეცნიერო შრომები ჰიდროენერგეტიკის, ჰიდრავლიკის, ჰიდროდინამიკისა და ჰიდრომექანიკის დარგში; "მაღალი კაშხლების კატალოგი" - საქართველოში წყლის დინამიკური (მათ შორის, სეისმური) დეფორმაციის კვლევის თანაავტორი. 100 სამეცნიერო ტექნიკური სტატიის ავტორი; ჩატარებული აქვს ჰიდრავლიკური კვლევები ნამახვანის, ხუდონის, ჟინვალის, ენგურის, როგუნის, ირგანაის, მიატლის, გუმათის ჰესებისთვის.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.104-105

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: