The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ მხეიძე

ბესარიონ მხეიძე
Date of birth:1905
Date of death:1983  (at 78 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ენერგოსისტემაში: 1931-1937წწ. მუშაობდა ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინრად, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ და ამიერკავკასიის ენერგოსისტემის ექსპლუატაციის გამყოფილების უფროს ინჟინრად; 1937-1958წწ. იყო საქენერგოს უფროსის პირველი მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1958 წლიდან, როგორც დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით დარგში, ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტს; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მაპროფილებელ დისციპლინებში; წარმატებით მოამზადა მრავალი დიპლომანტი; ათეული წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს ენერგოსისტემის ავტომატიზაციისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი; 1965 წელს გავიდა პენსიაზე და მუშაობას განაგრძობდა "საქმთავარენერგოს" საინფორმაციო სამსახურში, შემდეგ საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად; დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.112-113; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.257

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: