შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო სადღობელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით 2002 წელს. 2002 წელს დაიწყო მუშაობა საპატრიარქოს რადიოში, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად; გამოცემული აქვს წიგნები: "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები, 2006); "შუაღამის იავნანა" (ლექსები, 2008); "ორსული" (რომანი, 2009); 2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ბამბაზიის სამოთხე" (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე); 2009 წელს ავთო ვარსიმაშვილმა და გიორგი სიხარულიძემ გადაიღეს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე "თბილისი 2015" ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანისათვის "განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)", გამომცემლობა Amusing Media Group in Georgia, 2015. წყარო: ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |