The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ნაკაიძე

გურამ ნაკაიძე
Date of birth:1933
Date of death:2009  (at 76 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს აზერბაიჯანის მილსაგლინავ ქარხანაში (ქ. სუმგაითი) ცვლის ოსტატად; 1967-1974წწ. - საქართველოს მეტალურგიული ქარხნების დამპროექტებელი ინსტიტუტის "საქგიპრომეზის" მთავარი ინჟინერი, 1974-1982წწ. - სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1984-1991წწ. - თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1984წწ. - კუბის რესპუბლიკის საგეგმო საბჭოს მრჩეველი-კონსულტანტი; 1991-1994წწ. - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პირველი მოადგილე; 1994-1995წწ. - საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1996წწ. - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორი; 1998 წლიდან შპს "ჯორჯია ინჟინერინგის" აღმასრულებელი დირექტორი; უკანასკნელ წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო ეკონომიკის კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა მანგანუმის ფეროშენადნობთა წარმოების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პროგნოზირებისა და მართვის პრობლემებს; მისი საპროექტო საქმინობა ეხებოდა შავი მეტალურგიის ობიექტების - რუსთავის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის მეტალურგიული ქარხნების და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაპროექტებას. იყო რამდენიმე მონოგრაფიის და 30-მდე სტატიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.114-115

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: