Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნოზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით 1950 წელს; 1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956 წელს მუშაობა დაიწყო სამთო საქმის ინსტიტუტის ლითონების წნევით დამუშვების ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1958 წელს - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1967 წელს მუშაობა გააგრძელა მეტალურგიის ინსტიტუტში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებული გლინვის პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1974 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშვების კათედრაზე; 1981 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1983 წელს იგი აირჩიეს ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო მიღწევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ნაგლინის ფასონური პროფილების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდების შექმნა, მსხვილსორტული პროფილების უწყვეტი გლინვის თეორიული საფუძვლების დამუშავება, ელექტროგლინვის პროცესების შექმნა და მრავალი სხვა, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია 130 ნაშრომის სახით, მათ შორისაა, სტატიები, გამოგონებები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. იგი ითვლება ახალი საინჟინრო-სამეცნიერო მიმართულების - ელექტროგლინვის პროცესების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მაღალი საინჟინრო კომპეტენციების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტთა მოსამზადებლად; სამეცნიერო მუშაობის დარგში პრორექტორის თანამდებობაზე ათწლიანი მოღვაწეობის პერიოდში (1981-1990) საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა მოწინავე პოზიციები მეცნიერებაში; შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრების, ლაბორატორიებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების ფართო წრე; დამყარდა საქმიანი კავშირები საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური და საინჟინრო მოღვაწეობა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1978). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.116-117; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.76 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |