The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დაუშვილი

მიხეილ დაუშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 

2010-2011წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; 2011-2015წწ. "ღვინაძე და პარტნიორების";  იურისტი; 2015-2016წწ. ეკონომიკური საბჭოს აპარატის სამართლებრივი მრჩეველი; 2016-2017წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2017); 2017-2019წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 2019-2020წწ. საქართველოს ბიზნესომბუცმენი; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიციის უმცროსი ლეიტენატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის", წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)

გააზიარე: