Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შუშანა მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის გიმნაზიაში; დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის, განსაკუთრებით კი კურორტ ბახმაროს აღორძინების საქმეში; აღსანიშნავია მისი საქველმოქმედო საქმიანობაც; მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო რვა წლის ასაკში, როდესაც დაწერა პირველი ლექსი; 1930 წელს ჟურნალ "ოქტომბრელში" დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "8 მარტი", რომელმაც რუსი მწერლის ოლგა ფორშის ყურადღება დაიმსახურა; ამ დროისათვის ის მეთოთხმეტე საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მისი ლექსი მალევე მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეიტანეს; მას ლექსის თარგმნა მშვენივრად ეხერხებოდა, რითაც დიდი მწერლის - კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც მას ასწავლიდა სკოლაში, ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებდა; ხანდახან ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა მშვენიერ ლირიკულსა თუ საყმაწვილო ლექსებს, ნარკვევებს, მოგონებებს ქართული მწერლობისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებზე. პოეტი ქალის პირველი წიგნი მხოლოდ 1969 წელს დაისტამბა; განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებულები: "სახსოვარი" და "გაზაფხულმა ვერ შემასხა ფრთები", რომლებიც მისი საყმაწვილო და ლირიკული ლექსების ერთგვარი შეჯამებაა; ქართველი მწერლის საფო მგელაძის შვილი, საბავშვო პოეტი. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |