The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით პეტრიაშვილი

დავით პეტრიაშვილი
Date of birth:24 August, 1917
Date of death:1977  (at 59 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1941 წელს. სწავლის გასაგრძელებლად დატოვებულ იქნა ინსტიტუტში ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრაზე სამუშაოდ; იმავე წელს ჩაირიცხა კათედრასთან არსებულ ასპირანტურაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ჯარში გაიწვიეს; 1941-1945 წლებში იმყოფებოდა ფრონტზე.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა თავის ინსტიტუტში და იკვლევდა შიგაწვის ძრავებს; მიღებული შედეგების საფუძველზე მან 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება; იმავე წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრაზე, მისი შემდგომი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. 1948-1950წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორების და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრის ასისტენტი: 1950-1970წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1961-1967წწ. - მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1967-1971წწ. - ამავე ფაკულტეტის დეკანი; 1971 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ავტომექანიკური ფაკულტეტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. კითხულობდა ლექციების კურსს - "ძრავის კონსტრუქციის და თეორიის საფუძვლები", "საავტომობილო და სატრანსპორტო ძრავების კვება", "საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების კონსტრუქცია და ანგარიში", "ავტომობილების და ტრაქტორების ელექტრომოწყობილობა". მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საავტომობილო ძრავების, მათი სისტემებისა და აგრეგატების გამოცდის ლაბორატორია. ავტორია ქართულ ენაზე დაწერილი ახალი მეთოდური და ძირითადი სახელმძღვანელოებისა; იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის შედეგებს, მრავალრიცხოვან შრომას, დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა; დიდი ღვაწლი მიუძღვის მცირეგაბარიტიან ტრაქტორ "რიონის" ძრავის ახალი ვარიანტის შექმნაში, რომლის ორიგინალურმა კონსტრუქციამ ფართო აღიარება მოიპოვა; იკვლევდა სასიმაღლო პირობების გავლენას ძრავის მუშაობაზე, ჟანგბადის გაიშვიათებით გამოწვეული სიმძლავრის კომპენსირების გზებს; მუშაობდა ძრავის კარტერის ვენტილაციის სისტემის ახალი სქემის შექმნაზე; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა ორი ძლიერი კერა - "შიგაწვის ძრავების" კათედრა და ავტომექანიკური ფაკულტეტი, საიდანაც სათავე დაედო მთელ რიგ მეცნიერულ მიმართულებას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1948), პროფესორი (1977).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.118-120

Bibliography


Share: