შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1941 წელს. სწავლის გასაგრძელებლად დატოვებულ იქნა ინსტიტუტში ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრაზე სამუშაოდ; იმავე წელს ჩაირიცხა კათედრასთან არსებულ ასპირანტურაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ჯარში გაიწვიეს; 1941-1945 წლებში იმყოფებოდა ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა თავის ინსტიტუტში და იკვლევდა შიგაწვის ძრავებს; მიღებული შედეგების საფუძველზე მან 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება; იმავე წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრაზე, მისი შემდგომი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. 1948-1950წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორების და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრის ასისტენტი: 1950-1970წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1961-1967წწ. - მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1967-1971წწ. - ამავე ფაკულტეტის დეკანი; 1971 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ავტომექანიკური ფაკულტეტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. კითხულობდა ლექციების კურსს - "ძრავის კონსტრუქციის და თეორიის საფუძვლები", "საავტომობილო და სატრანსპორტო ძრავების კვება", "საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების კონსტრუქცია და ანგარიში", "ავტომობილების და ტრაქტორების ელექტრომოწყობილობა". მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საავტომობილო ძრავების, მათი სისტემებისა და აგრეგატების გამოცდის ლაბორატორია. ავტორია ქართულ ენაზე დაწერილი ახალი მეთოდური და ძირითადი სახელმძღვანელოებისა; იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის შედეგებს, მრავალრიცხოვან შრომას, დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა; დიდი ღვაწლი მიუძღვის მცირეგაბარიტიან ტრაქტორ "რიონის" ძრავის ახალი ვარიანტის შექმნაში, რომლის ორიგინალურმა კონსტრუქციამ ფართო აღიარება მოიპოვა; იკვლევდა სასიმაღლო პირობების გავლენას ძრავის მუშაობაზე, ჟანგბადის გაიშვიათებით გამოწვეული სიმძლავრის კომპენსირების გზებს; მუშაობდა ძრავის კარტერის ვენტილაციის სისტემის ახალი სქემის შექმნაზე; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა ორი ძლიერი კერა - "შიგაწვის ძრავების" კათედრა და ავტომექანიკური ფაკულტეტი, საიდანაც სათავე დაედო მთელ რიგ მეცნიერულ მიმართულებას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1948), პროფესორი (1977). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.118-120 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |