The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რესან კონცელიძე

რესან კონცელიძე
Date of birth:10 July, 1963  (61 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი 1990 წელს; სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლს აპირანტურა 1993 წელს.

1981-1983წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1984-1986წწ. ქობულეთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის არასაუწყებო დაცვის გან-ის მილიციელი; ქობულეთის სახელმწიფო ბანკის დაცვის განყოფილების მილიციელი (1986); იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში (1993); 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სახაზო განყოფილების უფროსი; 1994-1996წწ. სატრანპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1996-1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1997); 1999-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორი; 2000-2002წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2002-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 2004-2005წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებში სისხლისამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი (2006); 2007-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (2008); 2008-2014წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების სამმართველოს უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (2014); 2014-2015წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქედის რაიონის სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უფროსი; 2016-2020წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №28 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: II ხარისხის ბაფთიანი სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისთვის", სამკერდე ნიშანი "შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი" (2001), I ხარისხის მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" (2013), შსს მედალი "მამაცობისათვის" (2018), შსს მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (2018). იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (28.12.2002), პოლიციის გენერალ-მაიორი (21.05.2020), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)

Awards and Honors

  • 2011 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Share: