The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე
Date of birth:14 June, 1985  (39 years)
Category:Public official, Educator, Politician, Financier

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2006 წელს; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა საბანკო საქმის მაგისტრის ხარისხი (2012-2014); 2014 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ბიზნეს-ინჟინერინგის დოქტორანტი, აგრეთვე მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

2008-2013წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი; საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრი, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების", საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ადმინისტრაცია (2013); 2015-2016წწ. თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი; 2016-2017წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფოსის მოადგილე, უფროსი; 2017-2020წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართლი ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2021 წლიდან ქ. რუსთავის მერი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვრბგვერდი: parliament.ge; ბიოგრაფია "ქართული ოცნების" საიტზე: web.archive.org

Member of Organizations

  • თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულო, წევრი (2017-2020)
  • თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია, თავმჯდომარე (2017-2020)
  • თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი , წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)

Share: