The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ციცქარავა

გურამ ციცქარავა
Date of birth:7 April, 1937
Date of death:1987  (at 49 years)
Burial location:ფოთი
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1961 წელს; ასტრახანის ტექნიკური უნივერსიტეტი 1982 წელს.

სასწავლებლის დასრულებისთანავე რიგით მატროსად ცურვა შორეული მურმანსკის ტრალფლოტის თევზსაჭერ გემებზე დაიწყო; 1964 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა ზღვაში პროფესიული საქმიანობა საქართველოში ახლად გახსნილი საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ - «შოთა რუსთაველი»-ს პირველი კლასის მატროსის რანგში გააგრძელა;  იქვე გახდა ამ სახელგანთქმული ტრაულერის კაპიტნის მესამე (1964) და მეორე (1965) თანაშემწე, მომდევნო წლებში კი ასევე მეორე თანაშემწედ ცურავდა გემებზე «ენგური» და «არაგვი»; 1966 წელს გურამ ციცქარავა საოკეანო ტრაულერ «რუსლან»-ის კაპიტნის უფროს თანაშემწედ დაინიშნა,1968 წლიდან კი იგი ამავე გემის კაპიტან-დირექტორი გახდა; 1969-1971 წწ. იყო  საოკეანო ტრაულერ «მცხეთა»-ს კაპიტან-დირექტორიც; 1972 წელს იგი საქმიანობას  ნაპირზე განაგრძობს და საოკეანო თევზჭერის სამმართველოს კადრების სამსახურში მებადურ-ზღვაოსანთა კადრების მომზადებისა და შერჩევის საქმეს ემსახურება; სიცოცხლის ბოლო წლებში გურამ ციცქარავა საქართველოს თევზსაჭერ მეურნეობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის საპასუხისმგებლო მოვალეობასაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: