შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ რევია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. 1938 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; მონაწილეობდა ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების საბრძოლო ოპერაციებში; მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქში. 1946 წლიდან სწავლა განაგრძო ინსიტუტში, რომელიც 1948 წელს დაამთავრა. სამუშაოდ გაანაწილეს ქ. ძერჟინსკში; 1948-1958წწ. მუშაობდა ტრესტ "ძერჟინსკუგოლის" შახტებში სხვადასხვა თანამდებობებზე - უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და შახტის დირექტორად; 1958 წელს ნახშირის მრეწველობის მინისტრის ბრძანებით გადაყვანილ იქნა "ახალციხნახშირის" N3 შახტის უფროსად; 1959 წელს - ტრესტ "საქშახტმშენის", "ახალციხეშახტმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959-1963წწ. - ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" N2 შახტის უფროსად; 1963-1971წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროს უფროსად; 1969-1995წწ. საქართველოს ტექზედამხედველობის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. "საქტექზედამხედველობაში" მუშაობისას დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის სამთომომპოვებელ საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობის გაუმჯობესების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიის შემცირების საქმეში; აქტიურად მონაწილეობდა სამთო-ტექნიკური საზოგადოების საქმიანობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდებში. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო და შრომითი ორდენით და მედლით. სამთო ინჟინერი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |