The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარია ცინცაძე

დარია ცინცაძე
Date of birth:1905
Date of death:1972  (at 67 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ექიმი დ. ცინცაძე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. მას მუშაობა მოუხდა როგორც ბალტიის, ისე ლაგოდის და ბოლოს შავი ზღვის ფლოტებში, სამანევრო-საზღვაო ქირურგიული ჯგუფის უფროსად; აკეთებდა ყველა სახის უმძიმეს ოპერაციას; ლენინგრადის (ახლა პეტერბურგი) ბლოკადაში მოქცეულმა დ. ცინცაძემ რამდენიმე ასეული მებრძოლი გადაარჩინა სიკვდილს; დაჭრილთა დაჩქარებით განკურნების მიზნით ლენინგრადის ბლოკადის უმძიმეს პერიოდში მოამზადა ვიტამინების შემცველი ნივთიერება - ნაძვის წიწვის ექსტრაქტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წარმატებით იყენებდა როგორც დაჭრილთათვის, ისე მედპერსონალისთვის; საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზებულ იქნა 1945 წლის ნოემბერში და მეცნიერული ცოდნის გაღრმავების მიზნით მუშაობა განაგრძო თბილისისა და ლენინგრადის ქირურგიულ კლინიკებში პროფესორების: ოპელის, ჯანელიძის, სამარინის, დ. იოსელიანის და სხვათა ხელმძღვანელობით; 1957 წელს გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია სათაურით: "Гальванические пробы на боль как один из симптомов острого живота при аппендиците"; 1958 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; თარგმნა და გამოსცა ფ. ჰესეს წიგნი - "პატარა წიგნი ნარკოზის შესახებ". ომიდან დაბრუნებული დ. ცინცაძე, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს (ამჟამად, 150 წლიანი ისტორიის მქონე, ალადაშვილის სახელობის კლინიკა) ქირურგიულ განყოფილებაში. ლენინგრადის გმირული დაცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერ-მედიკოსები დიდ სამამულო ომში : ეძღვნება დიდი სამამულო ომის დამთავრების 20 წლისთავს / სერგო საყვარელიძე.-თბ., 1966

Awards and Honors

  • მედალი "ლენინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის"

Bibliography


Share: