The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგია ლომჯარია

დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1886  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

ფირალად გავარდა ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწის, ანტონ ნაკაშიძის მკვლელობის გამო. მკვლელობა გოგია ლომჯარიამ ჩაიდინა 1881 წლის 19 ნოემბერს. ის მაშინ ჩაუსაფრდა ნაკაშიძეს, როდესაც ეს უკანასკნელი ქუთაისში მიემგზავრებოდა და ერთი გასროლით მოკლა. 1882 წლის მარტში იგი პატიმრობიდან გაიქცა და შეუერთდა განთქმულ ფირალს, დათულია სურგულაძეს. სურგულაძესა და ლომჯარიას დევნიდა შტაბსკაპიტანი ივანე დუმბაძე, დუმბაძე მათ დასაჭერად ეგზეკუციებს აყენებდა ლიხაურსა და შემოქმედში. 18 მარტს დუმბაძე სამ მილიციელთან ერთად თავს დაესხა სურგულაძესა და ლომჯარიას შემოქმედის ცენტრში. ორმხრივი სროლის დროს დააიღუპა სურგულაძე, დაიჭრნენ ლომჯარია და დუმბაძე. დაჭრილი ლომჯარია შემოქმედის მოსახლეობამ, მათ შორის მამასახლისმა, გადამალა. ხელისუფლებამ გააძლიერა ეგზეკუციები შემოქმედსა და წითელმთაში. შემოქმედის თემში 2 კვირის განმავლობაში ეგზეკუცია იყო ჩაყენებული, რაც ხალხს დიდ ზარალს აყენებდა. 1882 წლის აპრილში იესე ჩხატარაშვილის თავდებობით გოგია ლომჯარია ხელისუფლებას ჩაბარდა. პრესა მის შესახებ წერდა, რომ ლომჯარია გარემოებების მსხვერპლი იყო.  მიუსაჯეს კატორღა. მან ციხეში ორწელიწადნახევარი გაატარა. 1884 წლის ბოლოს გაიქცა. ჯერ გურიაში იმალებოდა, სადაც მთავრობამ რეპრესიები გააძლიერა, შემდეგ კი აჭარაში გადავიდა. ის ერთმა გომში მცხოვრებმა ადამიანმა გადაიყვანა სოფელ ხინოში, სადაც გოგია ლომჯარია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავდა. ივანე დუმბაძემ როდესაც გაიგო, რომ გოგია ლომჯარია ხინოში იმალებოდა, რვა ადამიანი გაგზავნა მის შესაპყრობად. ლომჯარია შეიპყრეს, მაგრამ მან გზაში წინააღმდეგობა გაწია და მოკლეს 1886 წლის 21 მარტს. ფირალობის პირველი ტალღის წარმომადგენელი.

წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.47-58


გააზიარე: