Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ მეხუზლა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ვაჭართან შეკვეთილში, 1886 წლიდან მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში. შემდეგ მიატოვა სამუშაო და კონტრაბანდისტობას მიჰყო ხელი, დადიოდა ოსმალეთში, სადაც კარგად ისწავლა თურქული ენა. კონტრაბანდისტობისთვის დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა, გვარი შეიცვალა, გუჯაბიძე დაირქვა და გურიაში დაბრუნდა და სოფლის საქმიანობაში ჩაება, ციხეში ცილისწამების შედეგად მოხვდა 1884 წელს. იჯდა ბათუმის ციხეში სისონა დარჩიასთან ერთად. ბათუმიდან გადაიყვანეს ოზურგეთში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო. 1888 წლის თებერვალსა თუ მარტში მეხუზლა ციხიდან გაიქცა. 1892 წლის იანვარში მეხუზლა და ტარიელ დათუნაიშვილი აცანაში თავს დაესხნენ მღვდელ სილიბისტრო ჩხაიძეს და გაძარცვეს, გადაკვეთეს მდინარე სუფსა ნაგომართან და მიიმალნენ. 1892 წლის 15 იანვარს პოლიციის ბოქაულის თანაშემწე მგელაძე და დრუჟინის ოფიცერი გარდაფხაძე რამდენიმე ჯარისკაცით გავიდნენ ოზურგეთიდან. პირველი წავიდა უჩხუბში, ხოლო მეორე მელექედურში, სადაც ფირალების დახმარებაში შემჩნეული მაცხოვრებლების სახლები უნდა გაეჩხრკათ. უჩხუბში მგელაძე დათა მაუჭაძის სახლში გადააწყდა დათუნაიშვილსა და მეხუზლას. ატყდა სროლა, მეხუზლამ გაქცევა სცადა და ორი ადგილობრივი, მენაბდე და შაფაქიძე მოკლა. შაფაქიძე სოფლის ყოფილი მამასახლისი იყო, რომელმაც მეხუზლას შეპყრობა და თავის გამოჩენა გადაწყვიტა. მეხუზლამ ასევე დაჭრა დრუჟინის სამი ჯარისკაცი, მაგრამ დიდი თოვლის გამო გაქცევა მაინც ვერ მოახერხა და მოკლეს. ნიკოლოზ მეხუზლა ცხემლისხიდში დაკრძალეს, თუმცა ნათესავებმა ფარულად გადაასვენეს ბაილეთში. ნიკოლოზ მეხუზლას თავგადასავალი აისახა ხალხურ სიმღერაში "ფირალ ნიკოლოზ მეხუზლაზე", სადაც პირველ პირშია მოთხრობილი მისი ცხოვრებისა და დაღუპვის შესახებ. ასრულებდნენ ძმები ჭიჭიკო, გიტო და გივი აროშიძეები სოფელ ვაკიჯვრიდან. წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.69-72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |