The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათა მიქელაიშვილი

დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1893  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მელექედური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი.

მუშაობდა ქობულეთში რკინიგზაზე შავ მუშად. დააპატიმრეს ბათუმში. პირველი დაპატიმრების მიზეზი უცნობია. ციხიდან გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ მიქელაიშვილი შემოირიგა, მაგრამ შერიგება დროებითი გამოდგა. ზესტაფონში მიქელაიშვილი ყაჩაღ კახიძეებთან ერთად თავს დაესხმა მღვდელს და 8000 მანეთი წაართვა. მიქელაიშვილი კვლავ დაიჭირეს და სახალინზე გადასახლება და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ კვლავ მოახერხა გაქცევა. ფირალობდა 1885 თუ 1888 წლიდან. თავს ესხმოდა ვაჭრებს, მღვდლებს და მემამულეებს. ხალხი მიქელაიშვილს მფარველობას უწევდა,  1892 წლის 9 მარტს მელექედურში მოკლეს მიქელაიშვილის თანამზრახველი და მისი დაჯგუფების წევრი მიხეილ ღლონტი. 1892 წლის 18 აპრილს მიქელაიშვილმა მელექედურში გაძარცვა ალექსანდრე ჯაყელი და ოზურგეთში მსუბუქად დაჭრა პოლიციის უფროსი ვაშალომიძე. პოლიცია ეგზეკუციებით ცდილობდა მიქელაიშვილის დაჭერას, მაგრამ ვერ მოახერხა. მათ დააპატიმრეს მიქელაიშვილის მამა და გადაასახლეს მისი ძმა.  მიქელაიშვილის დაპატიმრების ან მოკვლისთვის დაწესდა ჯილდო 700 მანეთი. ჯილდოს დაწესებამ შედეგი გამოიღო. იმავე თვეში პოლიციას აცნობეს მიქელაშვილის გეგმების და ადგილსამყოფლის შესახებ. მიქელაიშვილი სხვა 8 ფირალთან ერთად აპირებდა ბასილეთის სასოფლო საზოგადოების მამასახლისის დაყაჩაღებას, როდესაც ამ უკანასკნელს აკრეფილი სახელმწიფო გადასახადები უნდა გადაეტანა. პოლიციამ გაიგო ფირალების განზრახვის შესახებ, გაქცევა მოახერხა ბანდის ხელმძღვანელმა, მიქელაიშვილმა. 1892 წლის 29 აგვისტოს იგი თავს დაესხა ჩოხატაურის ბაზარს. მის დასაჭერად პოლიციამ რეპრესიები კიდევ უფრო გააძლიერა. მთავრობა აპატიმრებდა ყველას, ვინც დათა მიქელაიშვილის  მფარველობაში იყო ეჭვიმატინილი. ასე დააპატმრეს სამი ძმა კეკელიძე ქუთაისში. 1893 წელს მიქელაიშვილი იმერეთში გადავიდა და იქ განაგრძო ყაჩაღობა. იმალებოდა ქუთაისში. ნოემბერში გაძარცვა  ვაჭრები სადგურ ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობისას და 600 მანეთი წაართვა. ხელისუფლება კვლავ ცდილობდა მის დაჭერას. მიქელაიშვილი გასცა ვინმე ბურძგლამ, მან მიქელაიშვილის ადგილსამყოფელი შეატყობინა ვაჭარ ჩხაიძეს, ამ უკანასკნელმა კი მილიციას.  ორმხრივი სროლის შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მიქელაიშვილი მარცხენა თვალში დაიჭრა, გაქცევისას კი ხანჯლით მოკლეს. 1902 წელს გაზეთი "ივერია" დათა მიქელაიშვილს აყენებდა არსენა ოძელაშვილის, კაკო ყაჩარისა და სიმონა დოლიძის გვერდით. ფირალების პირველი ტალღის წარმომადგენელი.

წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.59-68


გააზიარე: