Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერასტი ჯორბენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გვიმბალაური, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. მუშაობდა ზეინკლად ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც შეუერთდა რევოლუციურად განწყობილ მუშებს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. რევოლუციური კომიტეტის დავალებით აწყობდა ტერაქტებს. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბათუმში არალეგალურად განაგრძო პარტიის დავალებების შესრულება. რამდენიმეჯერ ააფეთქა რკინიგზა, ერთხელ კი სხვა ტერორისტებთან ერთად სუფსასა და ჯუმათს შორის გააჩერა მატარებელი და მოხსნა იარაღიანი ვაგონი, ორჯერ გაძარცვა ბანკი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ერასტი ჯორბენაძე გადავიდა თბილისში და იქ გააგრძელა ტერორისტული საქმიანობა. 1907 წელს მოეწყო თავდასხმა მატარებელზე, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. ტერორისტები გასცეს, ამიტომ ჯარმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი თითქმის ყველა თავდამსხმელი დაიჭირეს. ისინი მოათავსეს მეტეხის ციხის სიკვდილმიჯილთა საკანში. ერასტი ჯორბენაძე თავდებით გაუშვეს, იგი გურიაში დაბრუნდა, მაგრამ მალევე დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვა 25 პატიმართან ერთად გაიქცა პატიმრობიდან. გაქცევის შემდეგ ერასტი ჯორბენაძე გურიაში შეუერთდა წითელ რაზმს. 1910 წლის 10 ივლისს კი ცნობილი მოჯირითის, ლუკა ჩხარტიშვილის სახლში მოკლეს. ტერორისტი და რევოლუციონერი, ფირალების მეორე ტალღის წარმომადგენელი. წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.151-158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |