The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერასტი ჯამლურიძე

ერასტი ჯამლურიძე
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1962  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხისო, ომალო, თუშეთი.

თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე; ხარება ჯიბუტის (1880-1913 წლებში ტყის საძმოს მეთაური) მამა მუშაობდა ერასტისთან, ეხმარებოდა საქონლის გადარეკვაში და სამეურნეო საქმიანობაში. იგი კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას, აღსანიშნავია რომ ისინი ხშირად კამათობდნენ ფშავების ელდრის საძოვრებზე გადმოსახლებაზე (ამჟამად ზემო ქედი, ქვემო ქედი). ერასტო ეუბნებოდა ვაჟას: "ბარში რომ ჩამოხვიდე მთას დაკარგავთო", ვაჟა პასუხობდა: "მთელი ელდარი თუშებისთვის გინდაო". ერთხელ ვაჟა იმ დროს ესტუმრა როცა მონადირეებმა კურდღლები დახოცეს და ქეიფობდნენ, ვაჟამ ამ ამბავზე სახუმარო ლექსიც დაუწერა "ჯამლურ დამიკლა კურდღელი". 

წყარო: mematiane.gefacebook.com


გააზიარე: