The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კიტოშვილი

არჩილ კიტოშვილი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1943  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

არჩილ კიტოშვილი ჯარში გაწვევამდე სოფელ ქუმელაურთაში მასწავლებლად მუშაობდა, 18 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. ამ პერიოდს დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაც. შვებულებით შინ დაბრუნებული, დედის დაჟინებული თხოვნით  სოფელში დარჩა და თუშეთში წავიდა მამაპაპისეულ საქმიანობის - მეცხვარეობის გასაგრძელებლად. ამ დროის საქართველოში მოქმედებდა "სამანი" (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები)    ორგანიზაცია, რომლის ორგანიზატორიც იყო პროფესორი მიხეილ ზანდუკელი. არჩილ კიტოშვილი შეუერთდა "სამანის" ფილიალის იმ ჯგუფს, რომელსაც ადამ ბობღიაშვილი ხელმძღვანელობდა, იგი არალეგალური მოღვაწეობის გამო თუშეთს აფარებდა თავს. 1943 წლის თებერვალში მათ დასაკავებლად შინაგანი ჯარი თუშეთში დაღესტნის მხრიდან შევიდა. გომეწრის ხეობაში დაბანაკებულებმა ვერ შენიშნეს მტერი, რომელმაც მათ ადგილსამყოფელს ადვილად მიაგნო. სასტიკად აწამეს ყველა, გარდა, 20 წლის არჩილისა, მოჭრილი  თავები არჩილს ხურჯინით აჰკიდეს სატარებლად, ხოლო დარჩენილი ნაწილები ხევებში გადაყარეს. საბჭოთა რეჟიმი ყველანაირად ცდილობდა  მის დაყოლიებას და გადაბირებას - უარი ეთქვა თავის იდეებზე და მრწამსზე, სანაცვლოდ სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს და მან ვაჟკაცური სიკვდილით ისურვა ამ ქვეყნიდან წასვლა. 1943 წლის მარტში გამოუტანეს სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილი, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში სისრულეში მოიყვანეს.

წყარო: ეროვნული, ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი:  dspace.nplg.gov.ge (გვ.8); tirine.wordpress.comgza.kvirispalitra.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამანი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: