Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საშა იობიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საფიჩხია, ქუთაისის გუბერნია. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1914 წელს ყირიმში დაამთავრა მაგარაჩის მევენახეობა-მეღვინეობის ორწლიანი უმაღლესი საიმპერატორო სკოლა და ქუთაისს დაუბრუნდა; 1915 წელს იგი გაამწესეს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქის ინსტრუქტორ სპეციალისტად; მალე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების საქმეს მოჰკიდა ხელი; შემდეგ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მან პირადი ინიციატივით 50 ჰექტარზე ამერიკული საძირე ვაზის სადედე გააშენა, რომელმაც შემდგომ დიდი როლი შეასრულა კახეთის მევენახეობის აღდგენის საქმეში, რადგან ქართულ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და საფრთხე დაემუქრა მის არსებობას; 1926 წელს იგი დაინიშნა სოხუმის ოლქის აგრონომად; 1927 წელს მისი ინიციატივით სოხუმში იქმნება მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება. მიზანი ერთი იყო - აფხაზეთში აეღორძინებინათ კულტურული მევენახეობა; ალექსანდრე იობიძე 5 წელი მარტო ცხოვრობდა გომბორის ტყეში, დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს; იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული "დღუნდღუშის", "პუმპულას", "მახვატელის", "ზედაგის", "ამლახუს" პირველი ლერწები; საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა ისინი და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული; 1934-1935წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქარის მევენახეობის საცდელი სადგურის აგროტექნიკის განყოფილებას; 1936 წლიდან ის კვლავ აფხაზეთშია; მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სოხუმის დასაყრდენი პუნქტის მეცნიერ მუშაკად; 1939 წლიდან, მოღვაწეობდა გუდაუთის რაიონის ახალსოფლის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში; მის სანერგეში გამოყვანილმა ბევრმა ჯიშმა საუკეთესო ნიადაგი ჰპოვა მთელს აფხაზეთში; სასელექციო ნაკვეთზე მან გაამრავლა 210-ზე მეტი ჯიშის ვაზი. მათ შორის 25 აფხაზური ვაზის ჯიში /აჰარდანი, აჟშხუატა, აღბიჟი და სხვები/. მან შეისწავლა ბევრი ჯიშის აგრობიოლოგია, შეიმუშავა მათი ჯიშობრივი აგროტექნკა; მან გაავრცელა და დანერგა აფხაზეთში შესანიშნავი ქართული ჯიშის ვაზი ჩხავერი, ეს ძველი კოლხური ჯიშის ვენახი გადაშენების გზაზე იდგა; 1954 წლიდან ყოველ წელს მონაწილეობდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენებში, დაჯილდოებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლებით; იგი შესანიშნავად ფლობდა ქართულ, რუსულ, და ფრანგულ ენებს; ზედმიწვნით იცოდა მევენახეობის ისტორია დადამიწაზე ვაზის გაჩენიდან დღემდე; დაჯილდოვებული იყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე ორო ოქროს მედლით; აგრონომი, მევენახე-მეღვინე. წყარო: facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |