შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ შალიკოვი![]()
ბიოგრაფია1828-1829 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში კავკასიაში, 1830 წლის 18 მარტს მიიღო ოფიცრის, ხოლო 1851 წელს პოლკოვნიკის წოდება. 1852 წლის 1 თებერვალს სიმონ შალიკოვს ოფიცერთა რიგებში 25 წლის განუწყვეტელი სამსახურისათვის მიენიჭა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი. 1853 წელს თავადი შალიკოვი გახდა პოლკოვნიკი და დაინიშნა რიაზანის ქვეითი პოლკის მეთაურად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ომში. 1858 წელს სიმონ შალიკოვი დაინიშნა დაღესტნის სასაზღვრო ხაზის მარჯვენა ფლანგის უფროსად, 1858 წლის 9 ივნისს დაღესტნის მაღალმთიან აულებში ბრძოლაში დამსახურების გამო, მიენიჭა ოქროს დრაკონის ლენტი, წარწერით "გამბედაობისთვის". 1859 წლის 25 ივლისს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ხოლო 1860 წელს დაინიშნა ზემო დაღესტნის სამხედრო მეთაურად. სიმონ შალიკოვი გარდაიცვალა 1863 წელს ზაქათალაში (ჰერეთი), ლეკებთან შეტაკების დროს. დაღესტნის სასაზღვრო ხაზის მარჯვენა ფლანგის ჯარების სარდალი (1858-1860), 1860-1863 წლებში ზემო დაღესტნის სამხედრო ნაწილის უფროსი (1860-1863). მისი ძმები, ასევე გენერალი ივანე შალიკოვი და მაიორი ნიკოლაი შალიკოვი, მსახურობდნენ კავკასიის ჯარებში და დაჯილდოებული იყვნენ წმინდა გიორგი IV ხარისხის ორდენებით. წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |