შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა სირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი ტოლა, ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს; იმავე წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკუმში; 1922 წელს სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ - 1922 და 1924 წლებში - იყო დაპატიმრებული. სწავლა განაგრძო 1925 წელს და დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-კონსტრუქტორის სპეციალობით 1931 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ - დოცენტად; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე - პროფესორად; 1942-1946წწ. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; თითქმის 50 წლის მანძილზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა დისციპლინაში; იყო ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი, მინისტრთა საბჭოს სამშენებლო კომიტეტის ექსპერტი, უმაღლესი და საშუალო განათლების კომიტეტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც უშუალოდ პრაქტიკაში იყო გამოყენებული, აგრეთვე ავტორია სამი სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.132-133 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |