The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტოგონიძე

გიორგი ტოგონიძე
Date of birth:1904
Date of death:1989  (at 85 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე; 1930 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო ინდუსტრიულ ინსტიტუტში გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იყო კათედრის დოცენტი; 1967-1980წწ. კათედრის გამგე; 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - პროფესორი; 1967 წლამდე მუშაობდა აგრეთვე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში იშვიათი ლითონების განყოფილების გამგედ; თითქმის 60 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, 1930-1952წწ. იყო გეოლოგიური საძიებო პარტიის უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამეცნიერო კონსულტანტი; ზემო რაჭაში მან აღმოაჩინა კარობის მოლიბდენის საბადო, აგრეთვე, ზოფხითოს ანთიმონიტის და ნოწარულას ვოლფრამის საბადოები, დარიშხანისა და ვერცხლის წყლის მადანგამოვლინებები; თითქმის 30 წლის განმავლობაში სწავლობდა ზემო რაჭაში მის მიერ აღმოჩენილ მოსაპირკეთებელი ქვის საბადოებს და იღწვოდა მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.135

Member of Organizations

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Share: