შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ტორჩინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1920 წელს; თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1934 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1934 წლიდან; მუშაობდა საქენერგოს სისტემაში, სადისპეტჩერო პუნქტზე, მორიგე ინჟინრად, ელექტროლაბორატორიის უფროსად; 1936 წლიდან რიონჰესში, ელექტროსაამქროს უფროსად; 1939-1948წწ. ზაჰესში; 1948-1954წწ. ხრამჰესში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1954 წლიდან ორთაჭალჰესის დირექტორად; 1956 წელს, როდესაც გააერთიანეს ზაჰესი, ორთაჭალჰესი და აღმოსავლეთ საქართველოს მცირე ჰესები N1 კასკადად - ამ კასკადის მთავარ ინჟინრად. არის მთელი რიგი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.135-136 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |