შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო უჩანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქარიატი, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო მინერალური ნედლეულის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950 წელს იგი ჩაირიცხა ქ. მოსკოვში მინერალური ნედლეულის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1954 წელს დაიცვა დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და იმავე წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება; 1956 წელს იგი მივლინებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების მიზნით, სადაც სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოებს ჩინეთის ტერიტორიაზე ურანის მადნის მოსაპოვებლად; 1959 წელს ის კონკურსით არჩეულ იქნა ყაზახეთის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მიმართულების ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელად, მას მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტა. 36 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.137-138 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |