The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს.

1985 წელს - ქობულეთის რაისანეპიდსადგური-ბონიფიკატორი; 1994-1995წწ. - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი; 1995-1996წწ. - ქობულეთის სოფელ ბობოყვათის ამბულატორიის პედიატრი; 1996-2005წწ. - ქობულეთის რ/საავადმყოფოს მთავარი პედიატრი; 2005-2011წწ. - ქობულეთის რ/საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე; 2008-2012წწ. - სადაზღვევო კომპანია ImediL-ის სამედიცინო კოორდინატორი; 2011-2012წწ. - ქობულეთის რ/საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე; 2013-2016წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი; 2016-2020წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №29 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. ექიმი-პედიატრი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა", წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2022-2023)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2020-2022)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა", წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2025-)

გააზიარე: