Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანო იზორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსამსახიობო ფაკულტეტი 2003 წელს. 2005 წლიდან მუშაობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. მსახიობი გარდა ფოთის თეატრისა თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან; მნიშვნელოვანი როლები - ილიაუნის თეატრი: ჯუზეპე ("ოპერა მაფიოზო", რეჟისორი: გაგა გოშაძე); ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ექიმი პოლიაკოვი ("მორფი", რეჟისორი: ირაკლი გოგია), არჩილი ("თეატრი", რეჟისორი: გაგა გოშაძე), ბაბუა ("ზვავი", რეჟისორი: გაგა გოშაძე), გენრიხი ("451 გრადუსი ფარენგეიტი", რეჟისორი: ზურაბ ბეგლარიშვილი), კაცი ("ყვითელი დღეები", რეჟისორი: დავით მღებრიშვილი), კაცი ("ვირთხებზე ნადირობა", რეჟისორი: რალფ ზიბელტი), პაველი ("ანა და ანანასი", რეჟისორი: სერგეი ტურბანი); კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სალიერი ("Agnus Dei", რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი), ადვოკატი ("კრამერი კრამერის წინააღდმეგ", რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი), რაბინი ("ურიელ აკოსტა", რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი); შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: აფხაზი ბიჭი ("თავისუფლების შუაღამე", რეჟისორი: გოგა მაისურაძე); მას აქვს ნათამაშები ქართულ ცობილ ფილმებში, მათ შორის: "არის ასეთი ქვეყანა" (2003), "მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი" (2008); "გაღმა ნაპირი" (ინაგული), "კომა" (ბესოია), "სახლი გზაჯვარედინზე", "შემთხვევითი პაემნები" (ლტოლვილი ბიჭი), "გრძელი ნათელი დღეები" (მხედრიონელი ბიჭი, რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი), "ცუდი ხალხი", "ჰორიზონტი" (2018 წელი); "მანდარინები" (აფხაზი ჯარისკაცი, რეჟ. ზაზა ურუშაძე), სერიალი "ტიფლისი" (გრიგოლი, რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი); 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"; 2019 წელს კანადაში მსახიობი Redline International Film Festival-ის ერთ-ერთი გამაჯვებული გახდა; ფესტივალზე გიორგი თავართქილაძის ფილმი "ცუდი ხალხი" იყო წარდგენილი სამ ნომინაციაში, სამივე პრიზი ამ ფილმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლად ჯანო იზორია იქნა დასახელებული. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge; old.pia.ge; სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი: sokhumitheatre.ge; ილიაუნის თეატრი: iliaunitheatre.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |