| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ კოპალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არადუში, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა აგრონომია, კვალიფიკაცია - სწავლული აგრონომი 1979 წელს; 1982-1985წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მეჩაიეობის კათედრის ასპირანტი (ხელმძღვ.: აკად. გენო ჩხაიძე და პროფ. სიმონ ფირცხალაიშვილი); საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1986 წელს; 1986-1991წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მეჩაიეობის კათედრის ლაბარანტი, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; არის აფხაზეთის ომის მონაწილე; 2004 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1991-2006წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მეჩაიეობის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, შემდგომ რექტორი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2010 წელს მიენიჭა სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; 2011 წლიდან სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების შემდგომ ჯერ უნივრსიტეტის რექტორის მოადგილეა, ხოლო შემდეგ რექტორის აპარატის უფროსი და აგრარული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2013 წლიდან არის აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2016 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2019 წლიდან არჩეულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. გამოქვეყნებული აქვს 140- ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო, 7 დამხმარე სახელმძღვანელო და მრავალი მეთოდური მითითება. არის მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციების მონაწილე; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს სუპტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია და აგროეკოლოგია. დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საპატიო სიგელებით. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით, აგრონომიის მკვლევარი-სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. წყარო: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; kutaisipost.ge; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.111-112 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

