შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1951–1971წწ. ქუთაისის ავტოქარხანაში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობებზე მუშაობდა. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავებული და წარმოებაში დანერგილი იქნა მრავალი ახალი ტიპის ორიგინალური სამანქანო ნაწილი და საავტომობილო მექანიზმი; 1971–1975წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1975–1979წწ. პარტიულ და აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობდა; 1979–1982წწ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო სსრკ სახსტანდარტის საქართველოს სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.143; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.198 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |