შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ქორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1928 წელს. 1926-1927წწ. სტუდენტ-პრაქტიკანტმა, მუშაობა დაიწყო ჯერ აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის, შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის - დნეპროჰესის მშენებლობაზე; 1929 წელს იგი გააგზავნეს ჩრდილოეთ კავკასიაში - გიზელდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ინჟინრად; 1930 წელს - ბერლინში, ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობათა გასაცნობად; 1931 წელს დანიშნეს ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგურის აჭჰესის მშენებლობის უფროსად და ერთდროულად მთავარ ინჟინრად. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კ/რ დივერსიული, ტერორისტული და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრობა. რეაბილიტირებულია 1955 წელს. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.143-144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |