Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლი![]()
Biographyმუჰამედ ბეი ლაზ-ოღლი ოსმალეთის იმპერიის ფლოტის მეთაური, ლაზი. მის მიერ აღორძინებულმა ფლოტმა ოსმალეთის იმპერიის მმართველის სულთან სელიმ III მმართველობის დროს პირწმინდად გაანადგურა ბრიტანულ-ფრანგული სამხედრო ძალა და მისი წყალობით ეგვიპტეში ოსმალებმა სამხედრო ჰეგემონია შეინარჩუნეს. ის იყო უდიდესი სტრატეგი და სამხედრო-საზღვაო საქმის უბადლო ოსტატი. იგი 1822-1839 წლებში იყო ეგვიპტის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, მეთაურობდა ეგვიპტის დამოუკიდებლობის მოძრაობას და მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი ეკავა ეგვიპტის სახელმწიფოში. მუჰამედ ლაზმა ომის დროს უამრავი ეგვიპტელი ქალი, ბავშვი და მოხუცი სიკვდილისაგან იხსნა. მისი ძეგლი ეგვიპტის მთავრობისა და ხალხის გადაწყვეტილებით ქაიროს ცენტრში დაიდგა. თურქული გაზეთის "ბექირ ჰაზარის" ჟურნალისტი ოზქან ალთინთაში მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლიზე წერდა: "მისი სახის ნაკვთებზე ნათლად ჩანს, რომ ის ლაზია. ძირძველი შავიზღვისპირელი". ქაიროს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლის სახელობისაა. წარმოშობით ქართველი, მამლუქი.
წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |