The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აჰმედ ხურშიდ ფაშა

აჰმედ ხურშიდ ფაშა
Date of birth:17??
Date of death:30 November, 1822
Category:Public official, Politician, Military Person

Biography

ხურშიდ ფაშა იყო XIX საუკუნის დასაწყისის თურქული პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, ბავშვობაში ტყვედ გაყიდული ქართველი. ხურშიდმა ქუჩუკ ჰუსეინის მფარველობით მიიღო მირმირანის ჩინი, შემდეგ სწრაფად დაწინაურდა და ეკავა ეგვიპტის ფაშის, მორეის, ნიშის და რიგ სხვა პროვინციათა გუბერნატორის პოსტები; დანიშნული იყო ალექსანდრიის კომენდანტად. 1809 წლის მარტში გაგზავნილი იყო სერბეთში, რათა ჩაექრო ყარაგიორგის ხელმძღვანელობით მიმდინარე აჯანყებები. 1812 წლის 5 სექტემბერს არჩეულ იქნა დიდვეზირად, ეს პოსტი ეკავა  1815 წლის 1 აპრილამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იმყოფებოდა სერბულ კამპანიაში მხედართმთავრის (სერასკირის) თანამდებობაზე და თავისი მეთაურობა ბელგრადის მეორედ აღებით 1813 წლის ოქტომბერში აღნიშნა. იმავე წელს დანიშნული იყო ბოსნიის გუბერნატორად და ამ პოსტზე მყოფი, წარმატებით გაუმკლავდა მილოშის ხელმძღვანელობით მომხდარ მეორე სერბულ აჯანყებას. ხურშიდ ფაშა ხელმძღვანელობდა მხედრობას, რომელიც იბრძოდა 1820 წელს ალი ფაშა იანინელის (ალბანელის) წინააღმდეგ, რომელიც  ერთი წლის მანძილზე, ბერძნებთან ერთად  სულთნის წინააღმდეგ იყო ამბოხებული. თურქულმა არმიამ  ალყა შემოარტყა  მეამბოხეებს, რაც დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა და ბოლოს ქალაქის კაპიტულაციით დამთავრდა. სულთანმა ალი ფაშას გაუგზავნა დელეგაცია შეწყალების სიგელით, მაგრამ სწორედ ამ დროს მას თავს დაესხნენ და დაცვის წევრებთან ხანმოკლე შებრძოლების შემდეგ მოკლეს. მისი თავი ხურშიდ ფაშამ  სულთანს გაუგზავნა. რაც შეეხება თავს, იგი სამი დღე იყო გამოდებული სტამბოლის მოედანზე. ამასობაში თურქების წინააღმდეგ ძალას იკრებდა ბერძენთა აჯანყება ცენტრალურ საბერძნეთში. ხურშიდმა თავი მოუყარა 80000–იან არმიას და  ლაშქრობისათვის მოემზადა, მაგრამ ამ დროს მოხდა კატასტროფა ხურშიდის ცხოვრებაში –  მისი სახელ–დიდების გამო შურით აღვსილმა  პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ალი–ფაშას დამარცხების შემდეგ ბერძნებზე მოპოვებული შესაძლო გამარჯვება უსაზღვრო ძალაუფლებას მოუპოვებდა ხურშიდს, ალი ფაშას საგანძურის დიდი ნაწილის მითვისება დააბრალეს და გადააყენეს თანამდებობიდან. მას შემდეგ კი, რაც სტამბოლში მოვიდა ინფორმაცია ბერძნების წინააღმდეგ წარგზავნილი თურქული ექსპედიციების  წარუმატებლობათა შესახებ, სულთანმა უბრძანა ხურშიდს, თავად აეღო ხელში ბრძოლის სადავეები. მტრები კი კვლავ ფხიზლობდნენ და ეძებდნენ ხურშიდის დაღუპვის საშუალებას. ხურშიდმა მათ ამის საშუალება არ მისცა – მან საწამლავი დალია და თავი მოიკლა 1822 წლის 30 ნოემბერს. წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.183


Share: