შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულეიმან აბუ ლაიალი![]()
ბიოგრაფიასულეიმან აბუ ლაილი ("ღამის მამა") 12 წლის წაიყვანეს უცხოეთში და ერაყის გამგებელს, ჰასან-ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიის (ფაშას მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 წელს ადანის გამგებლად გადაიყვანეს, იქიდან, ერთი წლის შემდეგ, ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს, ხოლო 1749 წელს ერაყის გამგებელი გახდა. ბრძოლას ძირითადად ღამე იწყებდა. ამ სამხედრო მანევრების გამო არაბებმა ქართველი აღა შესაბამისი მეტსახელებით შეამკეს: "აბუ საჰრი" (ჯადოქარი), "აბუ სუმრათი" (წყვდიადის მამა), "ასადულ ლაილი" (ღამის ლომი) და "მიზრაკლი" (დიდი). სულეიმანის ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლობის ხანა. ერაყის გამგებელი, წარმოშობით ქართველი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. IX.-თბ., 1985.-გვ. 600; ქართველები მსოფლიო ისტორიაში : 15 ტომად. ტომი 10, ერაყი, ლიბია, ინდოეთი, ჩინეთი, მონღოლეთი, ტაილანდი, კორეა / გიორგი კალანდია.-თბ.,2021.-18-19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |