The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნაოზ ყარალაშვილი

დაბადების თარიღი:იანვარი, 1898
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ართანა, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თელავის გიმნაზია.

თავად რევაზ მიხეილის ძე ყარალაშვილის შვილი; 1917 წელს მოხალისედ მსახურობდა ლაგოდეხში; 1918-1921წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარში (მე-6 პოლკში) პორუჩიკის ჩინით; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს წითელი არმიის 1-ლი ქართული პოლკის უფროსის თანაშემწე; 1922 წლის სექტემბერში ის იყო ძეგვის ხიდზე მდგომ ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი; კავშირი დაამყარა მიხეილ ლაშქარაშვილის პარტიზანულ რაზმთან; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" უპარტიო წევრი; 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ოფიცერი.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.ge


გააზიარე: