The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ყიფშიძე

მალხაზ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2006  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი 1960 წელს.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის სათბობის წვისა და თბოგადაცემის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1962-1966წწ. სწავლობდა გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1965-1971წწ. თბილისის სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1977წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის დოცენტი; 1977-2006წწ. ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1980 წელს აირჩიეს ატომური ენერგიის სხელმწიფო კომიტეტთან არსებული ატომბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების საკავშირო საკოორდინაციო საბჭოს წევრად; წლების განმავლობაში იყო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების წევრი და თავმჯდომარე; 1987 წელს აირჩიეს ენერგეტიკის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ენერგეტიკის პრობლემების სამეცნიერო საბჭოს წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადობრივ ცხოვრებაში; ორჯერ იყო არჩეული სახალხო დეპუტატთა საბურთლოს რაიონული საბჭოს დეპუტატად; 1998-2000წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე. მისი ხემძღვანელობით შესრულებულმა სამუშაოებმა პრაქტიკული გამოყენება პოვეს ატომურ და ორგანულ სათბობზე მომუშავე თბოელექტროსადგურების უსაფრთხო ექსპლუატაციის სისტემების დამუშავებასა და შექმნაში. არის 200-ზე მეტი შრომის ავტორი, მათ შორის, 3 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1986).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.148-149; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: