| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურჯი იუსუფ ფაშა![]()
Biographyბავშვობაში ტყვედ წაუყვანიათ, გაუყიდიათ და იანიჩართა კორპუსში ჩაურიცხავთ. მალე დაწინაურდა. 1702 წელს იენიჩართა ერთ-ერთი ოდის (ნაწილის) უფროსი გახდა. მისი მოვალეობა იყო ნადირობისას სულთნის თანხლება და მომსახურება. მსახურობდა კრეტაზე, შემდეგ კვიპროსზე. 1707 წელს პენსიაზე გავიდა. 1710 წელს სამსახურში დააბრუნეს და იანიჩართა აღად (უფროსად) დანიშნეს, 1711 წელს კი ვეზირობა უბოძეს. იმავე წელს წარმატებით ხელმძღვანელობდა რუსეთის წინააღმდეგ პრუტის ლაშქრობას, თუმცა დიდი ვეზირი ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა რუსეთის მეფე პეტრე I-ს ქრთამის სანაცვლოდ ზავზე დათანხმდა. 1711 წლის 9 ნოემბერს ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა გადააყენეს და ცოტა ხნის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. 20 ნოემბერს დიდ ვეზირად გურჯი იუსუფ-ფაშა დანიშნეს. სულთანმა მას გამარჯვებულის ტიტული უბოძა. 1712 წელს წავიდა რუსეთთან ომის განახლების წინააღმდეგ, რის გამოც 1712 წლის 12 ნოემბერს გადააყენეს, თუმცა საზავო შეთანხმების მის მიერ შემუშავებული პუნქტები 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს. გადაყენების შემდეგ იუსუფ ფაშა როდოსზე გადაასახლეს და მალევე სიკვდილით დასაჯეს. ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, მხედართმთავარი, დიპლომატი, წარმოშობით ქართველი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 2012.-გვ. 232
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

