Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა პაპუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1998 წელს; საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა 1999 წელს და დოქტურატურა 2002 წელს ევროპული კერძო სამართალის სპეციალობით. 1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე; 2000-2001წწ. საადვოკატო ბიურო Heimes&Muller - ადვოკატის თანაშემწე; 2003-2007წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი; 2005-2006წწ. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში; 2007-2015წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012-2015წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2015-2017წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე; 2017-2020წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი; 2020 წელს - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2021 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. 2024 წელს - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავჯდომარე. სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |