შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა სამნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დამთავრა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი; მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტი (გერმანია) მენეჯმენტის მეცნიერებათა ბაკალავრის კვალიფიკაციით. 1997-1999წწ. აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისია, თარჯიმანი და კომპიუტერის ოპერტორი; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, რესპუბლიკური პარტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; 2010-2013წწ. პროგრამების კოორდინატორი, "ჰაინრიხ ბიოლის" ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიური; საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი (2013); 2013 წლიდან საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; tbsakrebulo.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |