The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა ოჩიაური

ლელა ოჩიაური
Date of birth:21 May, 1957  (67 years)
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევრის განხრით; 1980-1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში.
1981-1982წწ. მუშაობდა საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991-1992წწ. საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე; 1991-1992წწ. "არიან-ქართლის" მთავარი რედაქტორად; 1991-1992წწ. სატელევიზიო პროგრამა "ტელე-სინე-ვიდეოს" თანაავტორად და წამყვანად; 1993-1994წწ. ამავე პროგრამის კონსულტანტად; 1996 წლიდან  გაზეთ "რეზონანსის" კულტურის მიმომხილველია; 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის  უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 1982-2006წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო-კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია, პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში; 2005-2006წწ. დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ; პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის რამდენიმე  არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადახვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია; არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; კრიტიკის დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2000 წლიდან კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის "ფიპრესი ჯორჯიას" (FIPRESCI)  წევრი; არის მრავალი ნაშრომის ავტორი. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციო თემა - "პოეტური ტენდენციები თანემდროვე ხასიათის ძირების საძიებლად", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ethmo.narod.ru

Member of Organizations

  • კინემატოგრაფისტების დამოუკიდებელი გილდია, წევრი

Bibliography


Share: