The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გოგია

ირაკლი გოგია
Date of birth:20 May, 1982  (42 years)
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (პედაგოგები: მედეა კუჭუხიძე, გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი) 2004 წელს.
სტუდენტობისას სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა დამოუკიდებელი სათეატრო სივრცე თბილისში "ახალი თეატრი", სადაც დადგა სპექტაკლი "თეატრი საოცარი სამყაროა", რომელიც ახალი ქართული თეატრის ერთგვარი მანიფესტიც იყო; ეს სპექტაკლი აღინიშნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიით საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის; 2006—2010წწ. იყო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც განახორციელა ათზე მეტი სპექტაკლი; მას დადგმული აქვს ორმოცზე მეტი სპექტაკლი რუსთაველის, მარჯანიშვილის, ფოთის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, თბილისის თავისუფალი, მეტეხის და მესხეთის თეატრების, ასევე საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, უძღვება სალექციო კურსებს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, რეჟისურის შესავალსა და თანამედროვე მსოფლიო სათეატრო რეჟისურაში. მსოფლიოს სხავდახვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საერთაშორისო პროექტისა "მშვიდობის ფესტივალი"; აღსანიშნავია მის მიერ რუსთაველის, ფოთის და ახმეტელის თეატრში განხორციელებული პროექტები პოლონელი, უკრაინელი, ესტონელი, იტალიელი, ბრაზილიელი, ფრანგი რეჟისორების მონაწილეობით; 2014 წლიდან არის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2015 წელს დააფუძნა ესტონურ-ქართული ხელოვნების ცენტრი ტარტუში; მიღებული აქვს პრიზები: "საუკეთესო რეჟისორის" პრიზი, ქალაქ პეჩის (უნგრეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტარტუს (ესტონეთი) თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის "მორფიუმი" (2016); პრიზი ერევნის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდის თეატრის სპექტაკლისათვის "აუშვიცი" (2009); საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის "ზარატრუსტრას ჟამი"(2009); საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის - სპექტაკლი "თეატრი საოცარი სამყაროა" (2004 წელს).

წყარო: ახმეტელის თეატრი: akhmetelitheatre.ge; ფოთის თეატრი: potitheatre.com


Share: